Nuk
ქსეროლანი / Xerolan
  • აღწერა: დამამშვიდებელი, აღმდგენი, დამარბილებელი სპრეი მშრალი და ატოპიური კანისთვის
  • მოცულობა: 150 მლ
  • დანიშნულება: მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები; დამატენიანებელი საშუალებები

Xerolan  - დამამშიდებელი, აღმდგენი, დამარბილებელი სპრეი მშრალი და ატოპიური კანისთვის 150 მლ

კანის მრავალი პრობლემის იდეალური გადაწყვეტა!

 

მარტივი ფორმულა: 

მხოლოდ ერთი აქტიური ნივთიერება – 

განსაკუთრებულად სუფთა თხევადი ლანოლინი.

 

ქსეროლანი არის ძლიერი დამატენიანებელი, იგი გარემოდან იზიდავს წყალს და აკავებს მას კანის რქოვანა შრეში. ეხმარება კანს შიდა შრეებიდან წყლის მოზიდვით თვითდატენიანებაში.

აქვს თავის წონაზე 2-ჯერ მეტი წყლის შეკავების უნარი.

ატენიანებს ყველაზე ხანგრძლივად - 48 სთ-ის განმავლობაში, განმეორებითი გამოყენების შემდეგ კი – 72 სთ-ზე მეტ ხანს.

სწრაფად აღადგენს კანის ბარიერს. 

აქვს კანის ლიპიდების მსგავსი შემადგენლობა.

წარმოქმნის ნახევრად გამტარ მსუნთქავ აპკს.

ამცირებს წყლის ტრანსეპიდერმულ კარგვას.

აღადგენს კანის ნორმალურ PH-ს.

 

ქსეროლანის კლინიკური ეფექტები:

მომენტალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.

თითქმის ყველა პაციენტს (91%) გამოყენებისთანავე ეხსნება ქავილისა და წვის შეგრძნება. კანს აღადგენს პირველივე გამოყენების შემდეგ.

ხანგრძლივად ატენიანებს.

ნახევრად მსუნთქავი გარსის წარმოქმნით, 7 დღის გამოყენების შემდეგ, კანის ტენიანობა იზრდება 25%-ით.

ერთჯერადი გამოყენებისას დატენიანების ხანგრძლივობაა 48სთ

სწრაფად აღადგენს

პირველივე დღიდან ამცირებს ტრანსეპიდერმული წყლის კარგვას 12%-ით; გამოყენების პირველივე სთ-დან მნიშვნელოვნად აჩქარებს კანის აღდგენას.

ქსეროლანი არის მარტივად გამოსაყენებელი, შეგიძლიათ თან ატაროთ ყველგან და ყოველთვის.

არის დაბინძურებისგან დაცული პროდუქტი. აქვს გარემოსგან დაცული სტერილური შეფუთვა. 

არ არის ხელით შეზელვის აუცილებლობა. 

სრულიად უსაფრთხოა ჩვილების, ბავშვების, მოზრდილებისა და ორსულებისთვის

 

გამოყენების წესი:

გამოიყენეთ გაწმენდის შემდეგ სუფთა და ნოტიო ან მშრალ კანზე 2-ჯერ დღეში, ან რამდენჯერაც საჭირო იქნება.

შეისხურეთ კანიდან მინიმუმ 15 სმ-ის დაშორებით. შესხურება შესაძლებელია თავდაღმა პოზიციაში. შეგიძლიათ ბალონი შეატრიალოთ თავდაღმა და ისე შეისხუროთ რთულად მისადგომი ადგილების დასატენიანებლად. (ზურგი, ტერფები).

შეზელვა არ არის აუცილებელი - დააცადეთ კანმა თვითონ შეიწოვოს. ჩაიცვით დამატენიანებლის სრული შეწოვის შემდეგ