Nuk
ქსერაქალმის ლიპიდების აღმდგენი კრემი - ავენი / XeraCalm A.D Lipid Replenishing cream - Avene
  • აღწერა: ატოპიური დერმატიტის, კანის ქავილის და სიმშრალის სამკურნალო ლიპიდების შემცველი ბალზამი (ახალშობილები, ბავშვები და ზრდასრულები)
  • მოცულობა: 200მლ
  • დანიშნულება: ატოპიური დერმატიტის სამკურნალო საშუალებები; ბავშვის კანის მოვლა

- ავენი- XeraCalm A.D Creme relipidante– ატოპიური დერმატიტის სამკურნალო ლიპიდების შემცველი კრემი, რომელიც აცხრობს ქავილს- 200მლ; 
- ლიპიდებით მდიდარი კრემი სპეციალურად ფორმულირებულია როგორც საშუალო, ასევე ძლიერი სიმშრალის მქონე ახალშობილის, ბავშვის და ზრდასრულის კანისთვის
 . ატოპიური დერმატიტისკენ მიდრეკილი კანი
 . გაღიზიანების, სიწითლის და ქავილისკენ (სიმშრალით გამოწვეული) მიდრეკილი კანი
 . ბუნებრივად მშრალი კანი
ლიპიდების შემცველი ქსერა-ქალმის კრემის ფორმულა სპეციალურად შეიქმნა მინიმალური ინგრედიენტების გამოყენებით, რათა იყოს ეფექტური და უსაფრთხო.
. I-modulia ს კომპლექსი არის 12 წლიანი მენიერული მუშაობის შედეგი, რომელიც განხორციელდა პიერ ფაბრის კვლევით ცენტრში. ეს არის აქტიური სუბსტანციების ნაკრები, რომელიც იქნა აღმოჩენილი ავენის თერმულ წყალში და რომელიც გამოყოფილი იქნა თერმული წყლის მიდამოებში აღმოჩენილი მიკროფლორიდან.
ამ აქტიური სუბსტანციის იდენტიფიცირების შემდეგ მოხდა მისი განვითარება ბიოტექნოლოგიური თვალსაზრისით. მათ გაამრავლეს და დააპატენტეს მისი ანთების და გაღიზიანების საწინააღმდეგო თვისებები. I-modulia აცხრობს სიმშრალით გამოწვეული ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანის ჰიპერრეაქტიულობით გამოწვეულ სიწითლეს და გაღიზიანებას.
. CER-OMEGA  -კანის ლიპიდების მსგავსი ლიპიდი - კვებავს, აღადგენს და ამაგრებს კანის დამცავ ჰიდროლიპიდურ გარსს. შედეგად კანი ხდება უფრო გამძლე გარემოს აგრესიული პირობების მიმართ.
. ავენის თერმული წყალი - თავისი დამამშვიდებელი და გაიზიანების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ამცირებს კანზე დისკომფორტის შეგრძნებას და ანაზებს მას.
 
მისი ფორმულა, სხვა ავენის ახალი თაობის კრემების მსგავსად, არის შექმნილი სტერილური კოსმეტიკის მეთოდით, რაც იმას ნიშნავს რომ ის არის აბსოლუტურად სტერილური და სტერილური რჩება გამოყენების მთელი პერიოდის განმავლობაში. 
არ შეიცავს პარფიუმს, ალკოჰოლს და მღებავ ნივთიერებებს. შედეგად კანს აქვს კომფორტის შეგრძნება, დამშვიდებული და მთლიანად დაცული. 
0% კონსერვანტი, 0% პარაბენი, 0% პარფიუმი, 0% ალკოჰოლი
არ შეიცავს პარფიუმს და პარაბენს. 
არის ჰიპოალერგიული და არაკომედოგენური.       
 
გამოყენება
წაისვით სახისა ან/და სხეულის სუფთა კანზე  1 ან 2-ჯერ დღეში. გამოყენების შემდეგ მოაცილეთ ტუბს კრების ნარჩენები და დაახურეთ თავი.

დაწვრილებით: 
https://iciparis.ge/ge/products/parapharmacia/2205-xeracalm-ad-lipid-repleshing-cream