Nuk
თმის გამაცოცხლებელი ტონიკი- ველედა / Belebendes Haar Tonikum
  • აღწერა: გაღიზიანებული თმის კანისთვის
  • მოცულობა:
  • დანიშნულება: თმის ცვენის საწინააღმდეგო საშუალება; მშრალი და მსხვრევადი თმის მოვლის საშუალებები; თმის მოვლა

თმის ცვენის და ქავილის საწინააღმდეგო

ვეგანური

 

გამაცოცხლებელი ტონიკი როზ­მარინის ზეთით, პირშუშხასა და მსუ­ქანას ფოთლის ექსტრაქტებით თავის კანის სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს. ამცირებს ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს გაღიზიანებულ, გაწით­ლებულ თავის კანს.  თმის ძირებს აძლიერებს და ხელს უწყობს თმის ბუნებრივ ზრდას. ტონიკი გამოსადეგია როგორც ქალებისთვის ასევე მამაკაცებისთვის.

ტონიკის გამოყენება ასევე რეკომენდებულია მშობიარობის შემდეგ  გაძლიერებული თმის ცვენის დროს, ასევე გარემო ფაქტორების გამო დაზიანებული თმის, ხშირი ღებვისა და ცხელი საშრობით გამომშრალი კანისა და თმის აღსადგენად.

ტონიკი მალე შრება და არ აზეთიანებს თმას, ამიტომ მისი გამოყენების დროს არ არის აუცილებელი სახლში დარჩეთ ან თქვენი ვარცხნილობა შეცვალოთ. მცირე რაოდენობის თმის ტონიკი ყოველდღე დილით და საღამოს თითის წვერებით შეიზი­ლეთ თავის კანში. უმჯობესია ნო­ტიო კანზე. არ ჩამოიბანოთ. მშრალი თავის კანის შემთხვევაში შეიძლება რამდენიმე წვეთი ველედას თმის ზეთის დამატებაც. თმის ცვენის მკურნალობის შემთხვევაში ეს პრო­ცედურა 10-15 დღის განმავლობაში გააგრძელეთ. ჯანმრთელი თმის შე­სანარჩუნებლად საკმარისია კვირა­ში ერთხელ, თმის დაბანის შემდეგ.

 

შემადგენლობა: წყალი, სპირტი, პირშუშხას ექსტრაქტი, მსუქანას ექსტრაქტი, როზმარინის ზეთი, კალიუმის კარ­ბონატი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი (ლიმონენი, ლინალოოლი, გერანიოლი).

სად შევიძინოთ?