Nuk
ნუშის სახის ზეთი - ველედა / Mandel Wohltuendes Gesichtsöl
  • აღწერა: ინტენსიური მოვლა დამამშვიდებელი ეფექტით
  • მოცულობა: 10 მლ, 50 მლ
  • დანიშნულება: თვალის მოვლის საშუალებები

არაპარფიუმირებული

უვლის და ამშვიდებს მგძნობიარე, გაღიზიანებულ კანს

ნუშის არაპარფიუმირებული  ზეთი ადვილად შეიწოვება და სწრაფად ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. უჯერი ცხიმმჟავებით მდიდარი ნუშის ზეთი და ანტიოქსიდანტური ქლიავის  ზეთ  ჰიდროლიპიდურ გარსს აძლიერებს და გაღიზიანებული კანის ბუნებრივ წონასწორობას სწრაფად აღადგენს. ბიოლოგიური კვრინჩხის ყვავილის ექსტარქტი მატონიზირებელ მთრიმლავ ნივთიერებებსა და C ვიტამინს შეიცავს და სწრაფად ამშვიდებს კანს.  ნუშის ზეთის გამოყენება რეკომენდებულია ნებისმიერ ასაკში მშრალი, ადვილად გაღიზიანებადი და მგძნობიარე კანის მოსავლელად, ასევე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

ნუშის ზეთი გამოიყენება თვალების და სახის კანის ყოველდღიური მოვლისთვის და სახის კანის დამამშვიდებელი, გამაჯანსაღებელი მასაჟისათვის. თვალის მაკიაჟის მოსაცილებლად რამდენიმე წვეთი ზეთი ბამბის ნოტიო ტამპონზე დააწვეთეთ და ფრთხილად გადაისვით თვალის გარშემო. ცივ დღეებში სახის კანის განტვირთვისთვის ზეთი სახეზე წაისვით და თბილ წყალში დასველებული, გაწურული პირსახოცი რამდენიმე წუთით სახეზე დაიფინეთ.

შემადგენლობა: ნუშის ზეთი, ქლიავის თესლის ზეთი, კვრინჩხის ყვავილის ექსტრაქტი.

სად შევიძინოთ?