Nuk
მაკიაჟის მოსაცილებელი მიცელარული ლოსიონი / Makeup Removing micellar water - Avene
  • აღწერა: გამწმენდი და მაკიაჟის მოსაშორებელი უნივერსალური მიცელარული სითხე სახის, თვალის და ტუჩის კანისთვის (არ საჭიროებს ჩამობანას)
  • მოცულობა: 200მლ; 400მლ
  • დანიშნულება: სახის კანის გამწმენდი საშუალებები

შინაგანი და გარეგანი აგრესიული ფაქტორების მუდმივი ან პერიოდული მოქმედება კანზე იწვევს მისი მგრძნობელობის მომატებას, რის შედეგადაც კანი კარგავს ჯანსაღ იერს და მიმზიდველობას.

ეს ფაქტორები შეიძლება იყოს:
• სტრესი, გადაღლილობა
• ჭუჭყი, მშრალი კლიმატი, ხისტი წყალი
• უხარისხო კოსმეტიკური საშუალებები, უხეში გამწმენდები
შედეგად კანი ხდება დაჭიმული, წითლდება და იწყება ქავილი. ამ შემთხვევაში კანს სჭირდება არააგრესიული ძალიან ნაზი გამწმენდი რომელიც აღადგენს მის ბალანსს.
 
 
სწორედ ასეთი გამწმენდი – ლოსიონ მიცელარი იქნა შექმნილი პიერ ფაბრის ლაბორატორიაში.
• შეიცავს დიდი რაოდენობით თერმულ წყალს, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება
• შეიცავს ძალიან ნაზ გამწმენდ ინგრედიენტებს რომელიც ფაქიზად აშორებს ჭუჭყს და მაკიაჟს სახიდან, თვალიდან და ტუჩიდან.
• მისი ფორმულა შეიცავს გასუფთავებულ და მსუბუქ ინგრედიენტებს, რაც ანიჭებს კანს კომფორტს სინაზეს და ელასტიკურობას

შემადგენლობა: ავენის თერმული წყალი 96%, ალფა-ბისაბოლოლი, ნატრიუმის ჰიალურონატი, ნაზი გამწმენდი ბაზა (სურფაქტანტი).

გამოყენება: გაიწმინდეთ ბამბის ტამპონით სახე, თვალები ტუჩები და ყელი. შემდეგ შეისხურეთ თერმული წყალი.