Nuk
გვირილის ბალზამი - კლორანი / CONDITIONER WITH CHAMOMILE – KLORANE
  • აღწერა: ქერა თმისთვის, ოქროსფერი ბზინვარების მისანიჭებლად
  • მოცულობა: 200მლ
  • დანიშნულება: ნორმალური თმის მოვლის საშუალებები; თმის მოვლა

აღწერა: გვირილის ბალზამი ქერა თმისთვის, ოქროსფერი ბზინვარების მისანიჭებლად.

 

 

დანიშნულება: ნორმალური თმის მოვლის საშუალებები; თმის მოვლა მთელი ოჯახისთვის 3 წლის ასაკიდან;

 

გვირილის ექსტრაქტზე დამზადებული ბალზამი შეიცავს ფერის მიმცემ მოლეკულას აპიგენინს, რაც აძლევს თმას გვირილისათვის დამახასიათებელ ელფერს. განკუთვნილია ღია ფერის თმისთვის ოქროსფერი ბზინვარების მისანიჭებლად. იცავს თმას გახუნებისგან და ჰმატებს სიჯანსაღეს.

გამოიყენება შამპუნის შემდეგ ეფექტის გასაძლიერებლად. არბილებს თმას და აადვილებს მის ვარცხნას.

განკუთვნილია მთელი ოჯახისათვის, მათ შორის ბავშვებისთვის 3 წლის ასაკიდან.

არ შეიცავს პარაბენს და სულფატებს

გამოყენება: 

წაისვით შამპუნის შემდეგ პირსახოცით შემშრალებულ თმაზე, გაიჩერეთ 2-3 წუთი, დაივარცხნეთ და კარგად ჩამოიბანეთ.

სად შევიძინოთ?