Nuk
ზამბახის დამატენიანებელი კრემი - ველედა / Iris Erfrischende Feuchtigkeitspflege
  • აღწერა: ნორმალური, შერეული და ცხიმიანი კანისთვის
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: ნორმალური ტიპის კანის მოვლის საშუალებები; დამატენიანებელი საშუალებები

ნორმალური, შერეული და ცხიმიანი კანისთვის

რეკომენდებულია 18+ გოგონებისთვის

ზამბახის დამატენიანებელი მსუბუქი კრემი სწრაფად შეიწოვება კანში,  არეგულირებს ტენის ბალანს და დიდხანს უნარჩუნებს სინოტივეს.  ზამბახის ფესვურას დამატენიანებელი ექსტრაქტი, დამამშვიდებელი ჰამამელისი და ჟოჟობას ზეთი კანის დამცავი ფუნქციებისა და ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დამატენიანებელი კრემი მაკიაჟისთვის კარგ საფუძველს ქმნის და  მისი მავნე ზემოქმედებისაგან იცავს კანს.  რეკომენდებულია ცხიმიანი, ფორებიანი კანის მოსავლელად.

 

შემადგენლობა: წყალი, ჟოჟობას ზეთი, სპირტი, ჰამამელისის დისტილატი, გლიცე­რინი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, ფუტკრის ცვი­ლის ჰიდროლიზატი, თიხამიწა, კალენდულას ექსტრაქტი, ზამბახის ფესურის ექსტრაქტი, ქსანთანი, ფუტკრის ცვილის საპონი, ბუნებ­რივი ეთერზეთების ნარევი.

ზამბახის სახის მოვლის პროდუქტების სერია ისე ინახავს ტენს კანში, როგორც ზამბახი ინახავს ტენს თავის ფესურაში.

ახალგაზრდა კანის მოვლის მთავარი პრინციპია ჯანმრთელი კანის დაცვა, დატენიანება და გადაჭარბებული მგრძნობელობის დამშვიდება. ამ ასაკში კანის ფუნქციებს ჯერ არ განუცდია ასაკობრივი ცვლილებები, მაგრამ ის ვეღარ ივიწყებს მისთვის მიყენებულ ზიანს (მზე, სოლარიუმი, თამბაქო, ალკოჰოლი, ძილის ნაკლებობა) და არასწორი მოვლის შემთხვევაში ნაადრევად იწყებს დაბერებას. ასეთ დროს ფრთხილად უნდა შეარჩიოთ გამწმენდი საშვალებები და ისეთი კრემი გამოიყენოთ, რომელიც დაიცავს და ტენიანობას შეუნარჩუნებს კანს.

ზამბახი მთელი წლის მანძილზე მიღებულ ზედმეტ ტენს თავის ფესურაში ინახავს. მას გამორჩეული უნარი აქვს, შეიწოვოს და შეინახოს წყალი, არეგულიროს ტენი ისე, როგორც ამას ჯანსაღი კანი აკეთებს. მცენარეული ზეთები და ბუნებრივი ცვილები კანის დაცვას უზრუნველყოფს. შედეგად კანში ცხიმებისა და ტენის შემცველობა ბუნებრივ წონასწორობაში მოდის. ეს კი ჯანმრთელი კანის.

სად შევიძინოთ?