Nuk
ჰიალურონის შრატი - სოსკინი / Hyaluronic Serum - Soskin
  • აღწერა: ჰიალურონის შრატი (ყველა ტიპის კანისთვის)
  • მოცულობა: 30 მლ
  • დანიშნულება: მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლის საშუალებები

აღწერა
ჰიალურონის მჟავა  შედის უჯრედშორისი ნივთიერებების  შემადგენლობაში (შემაერთებელი ქსოვილის უკრედებში-ფიბრობლასტებში).   ის ძირითადი“ საშენი მასალაა „ ახალგაზრდა კანისათვის. მისი განადგურებით იწყება რიგი პრობლემები, როგორიცაა კანის დაბერება , გამოშრობა, მოდუნება და უსიცოცხლო ელფერი.
 შესაბამისი რაოდენობის   სინთეზის უნარი ჩვენს ორგანიზმს არ შესწევს, შესაბამისად  რაც უფრო ადრიანად დავიწყებთ მიწოდებას , მით უფრო გვიან შეგვექმნება პრობლემები დაკავშირებული სახის კანთან.
    სოსკინ-ის ჰიალურონის შრატი ეს არის სუფთა სახით ძლიერ კონცენტრირებული ჰიალურონის მჟავა, რომელიც ქმნის ბუნებრივ დამატენიანებელ ეფექტს, ყოველდღიურად აღადგენს კანის ჰიდროლიპიდურ ბალანსს და ხელს უწყობს მის შენარჩუნებას. იგი მონაწილეობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზში, რის  შედეგადაც  კანი ხდება უფრო მკვრივი და ელასტიური, მცირდება მიმიკური ზოლები და ნაოჭები.  4-5 კვირაში მიიღწევა ლიფტინგის ეფექტი. 
 
შემადგენლობა
• ჰიალურონის მჟავა 20%;
• ნატრიუმის ჰიალურონატი;
• აზიური ცენტელა;
 
ჩვენება
• გამომშრალი და მოშვებული კანი;
• ნაოჭები სახისა და კისრის მიდამოში;
• ასაკოვანი ცვლილებები კანზე;
 
გამოყენების წესი
დაიტანეთ შრატის რამდენიმე წვეთი სუფთა კანზე 2-ჯერ დღეში. შრატი რეკომენდირებულია გამოვიყენოთ დღის და ღამის კრემის ქვეშ. 
 
დამატებითი მონაცემები
პროდუქტის შეძენას შეძლებთ ფარმაცევტული სახლის, psp-ს, ავერსის, gpc-ის, სითი–ფარმას და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში. 
 
გამოშვების ფორმა
30მლ-იანი ფლაკონი დოზატორით.
 
 

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის  სააფთიაქო ქსელში

სად შევიძინოთ?