Nuk
ბროწეულის ღამის კრემი - ველედა / Granatapfel Straffende Nachtpflege
  • აღწერა: აქტიური რეგენერაცია
  • მოცულობა: 30 გრ
  • დანიშნულება: ნაოჭსაწინააღმდეგო და აღმდგენი საშუალებები

ნორმალური და მშრალი კანი

ნაადრევი დაბერებისგან იცავს და პიგმენტური ლაქების წარმოქმნას უშლის ხელს.

აღმდგენი ნივთიერებებით მდიდარი კრემი ღამის განმავლობაში უჯრედების განახლების ბუნებრივ პროცესს ააქტიურებს. ბროწეულის თესლის, კიტრისუნასა და ლენქორანული ხერკინის ზეთები კანის ბუნებრივი დამცავი გარსის აღდგენას უწყობს ხელს. ბროწეულის თესლის ზეთი აფერხებს ასაკობრივი ლაქების წარმოქმნის პროცესს, ამკვრივებს და დაზიანების გარეშე გადაჭიმავს კანს. არბილებს არსებულ ნაოჭებს და ხელს უშლის ღრმა ნაოჭების წარმოქმნას. სეზამისა და კარაქის ხის თესლის ბუნებრივი ზეთები  ტენის ათვისებისა და შეკავების უნარს აძლიერებს. სილიციუმმჟავით მდიდარი ფეტვის ექსტრაქტი ხელს უწყობს კანის სიმკვრივისა და მოქნილობის შენარჩუნებას. დილით კანი დასვენებული, მკვრივი და გადატკეცილია.

 

შემადგენლობა: წყალი, სეზამის ზეთი, მზესუმზირის ზეთი, სპირტი, კარაქის ხის თესლის ცხიმი, ცხიმმჟავა გლიცერიდი, ხორბლის ჩანასახის ზეთი, ბროწეულის თესლის ზეთი, კიტრისუნას თესლის ზეთი, ლენქორანული ხერკინის ზეთი, ფეტვის თესლის ექსტრაქტი, მზესუმზირის ყვავილის ფურცლების ექსტრაქტი, მანიჰოტის სახამებელი, ქსანთანი, ბუნებრივი ეთერზეთების ნარევი.

სად შევიძინოთ?