Nuk
ფეხის ბალზამი - ველედა / Fußbalsam
  • აღწერა: ფეხის მოსავლელი ბალზამი
  • მოცულობა: 75 მლ
  • დანიშნულება: მშრალი და გარქოვანებული კანის მოვლის საშუალებები; ფეხის მოვლა

მშრალი, დაღლილი, შეშუპებული ფეხის ტერფისთვის, მსუბუქი დეზოდორირების და გამაგრილებელი ეფექტით

ტერფის მოსავლელი ბალზამი სწრაფად შეიწოვება კანში და კვებავს გაუხეშებულ კანს. მირასა და გულყვითელას ექსტრაქტები აგრილებს და ამშვიდებს დაღლილ და შეშუპებულ ფეხებს. მატყლის ცვილი და ზეითუნის ზეთი კვებავს და არბილებს კანს. თიხამიწა არეგულირებს ტენიანობას და ტერფს საჭირო სიმშრალეს უნარჩუნებს. მურის ექსტრაქტის ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ბუნებრივი ეთერზეთები  ტერფის დეზოდორირებას უზრუნველყოფს და სიგრილის შეგრძნებას იწვევს. ფეხის ბალზამი ასევე რეკომენდებულია გარდამავალ ასაკში სპორტული ფეხსაცმელის ხშირი ხმარების შედეგად გაჩენილი პრობლემების ასაცილებლად.  

შემადგენლობა: წყალი, სპირტი, ზეითუნის ზეთი, მატყლის ცვილი, თიხამიწა, მურის ექსტრაქტი, ფუტკრის ცვილის ჰიდროლიზატი, ფუტკრის ცვილის საპონი, კალენდულას ექსტრაქტი, სურნელი* (ლიმონენე*, ლინალოოლი*,ციტრონელოლი*, გერანიოლი*, ციტრალი*, კუმარინი*. მიღებულია ბუნებრივი ეთერზეთებიდან*)

სად შევიძინოთ?