Nuk
გამაღიავებელი კორექტორი - სოსკინი / Dramatically Whitening Brown spot Corrector - Soskin
  • აღწერა: პიგმენტური ლაქების გამაღიავებელი კორექტორი
  • მოცულობა: 40 მლ
  • დანიშნულება: პიგმენტური ლაქების მოვლის საშუალებები

აღწერა
გამაღიავებელი კორექტორი ეფექტური საშუალებაა პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ ყველა ტიპის კანისთვის. მასში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს მელანოგენეზის ინჰიბირების ხარჯზე აქვთ ძლიერ გამოხატული დეპიგმენტაციური და ამქერცლავი მოქმედება.  შედეგად მცირდება კანის პიგმენტაცია მის სრულ გაქრობამდე. 
 
შემადგენლობა
• არბუტინი;
• ვიტამინი C;
• თეთრი თუთას ექსტრაქტი;
• ხმელთაშუა ზღვის წყალმცენარეები;
• მზისგან დამცავი ფილტრები (ANTI-UVB და ANTI-UVA);
• SOFT FOCUS PIGMENT;
• ნუშის ზეთი;
 
ჩვენება
• ჰიპერპიგმენტაცია (მელაზმა, ქლოაზმა, ასაკობრივი ლაქები, ჭორფლი)
• პიგმენტაცია გამოწვეული ორსულობით, ჩასახმის საწინააღმდეგო აბებით, ინსოლაციით, კოსმეტიკური საშუალებებით და სამკურნალო პრეპარატებით.
• ფოტოდაბერება;
• ანთების შემდგომი ჰიპერპიგმენტაცია;
 
გამოყენების წესი
დაიტანეთ ყოველ საღამოს პიგმენტურ ზონებზე.  შედეგი მიიღწევა 6–8 კვირაში, ძლიერი პიგმენტაციის შემთხვევაში გააგრძელეთ მკურნალობის კურსი 9–12 კვირამდე.
 
 
დამატებითი მონაცემები
პროდუქტის შეძენას შეძლებთ ფარმაცევტული სახლის, psp-ს, ავერსის, gpc-ის, სითი–ფარმას და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში. 
 
გამოშვების ფორმა
გელ–კრემი პლასტმასის ტუბში 40 მლ.
 

პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ პსპ-სა და ჯპს-ის  სააფთიაქო ქსელში