Nuk
კურორტი ნუნისი


ბალნეოლოგიური კურორტი ნუნისი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის რაიონში მდ. ნუნისწყლის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალური პარკის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე. ნუნისი ცნობილია სამკურნალო (ბალნეოლოგიური) თვისებების მქონე მინერალური წყლით.

თავისი შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებების გამო, ამ წყალს არ აქვს ანალოგი მსოფლიოში. დასვენება ნუნისში ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს კანის დაავადებები, ასევე ნერვიული აშლილობის ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები. ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობისას, ადგილობრივ ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. დაუვიწყარ დასვენებასა და მკურნალობას განაპირობებს მთის ჰაერი და მიმზიდველი, ლამაზი ბუნება.

ნუნისის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის შერეული, ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. კურორტს კვეთს მდინარე ნუნისის წყალი.

კურორტი არსებობს 1856 წლიდან. ნუნისი ოდითგანვე ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური (ბალნეოლოგიური) წყლებით. აქ დასვენება განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანისა და ნერვულ ნიადაგზე გამოწვეული დაავადებები აწუხებთ. აქ შესაძლებელია ზვარეს მინერალური წყლის დალევაც. ზვარეს წყალი ასევე სამკურნალოა და ის დაბალ მჟავიანობას აბალანსებს.

 

გაზაფხულზე, ფიჭვებისა და ნაძვების ყვავილობის დროს, ნუნისის ჰაერს საოცარი გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს. ამ დროს ნუნისის ჰავა განსაკუთრებით მარგებელია ფილტვებისა და ბრონქებისათვის. კურორტ ნუნისში მიიღებთ ესთეტიურ თერაპიასაც. საოცარი ბუნება დაგამშვიდებთ და უფრო ჯანმრთელს გაგხდით.

სეზონი - მთელი წლის განმავლობაშია.

 

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას