Nuk
კურორტი წყალტუბო


კურორტი წყალტუბო მდებარეობს საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ქუთაისიდან 9 კმ დაშორებით. წყალტუბოს სამკურნალო წყალი სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. თანამედროვე დანადგარები გვთავაზობენ მკურნალობის ახალ ახალ შესაძლებლობებს პროფილაქტიკისა და ორგანიზმის ტონუსის ასამაღლებლად. აქ გამოიყენება აბანოებში წყლის შემოდინება-გადინების განსაკუთრებული ტექნიკა, რის გამოც წყალი მუდმივად მიეწოდება აბაზანაში და წყლის მთელი პროცედურის განმავლობაში რჩება ერთნაირი. მინერალურ წყალში ყველა ინგრედიენტები არის ქვედა დასაშვები ზღვარის ფარგლებს ქვემოთ. წყალტუბოში არის უნიკალური კარსტული მღვიმეები, რომელთა მიკროკლიმატი ძალიან სასარგებლოა რადიკულიტის, ასთმის, მაღალი წნევის, ნერვული და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

 

წყალტუბოში საკურორტო მკურნალობის ჩვენებები: 

კუნთოვანი სისტემის დაავადებები;

სისხლძარღვთა სისტემი დაავადებები;

ნერვული სისტემის დაავადებები;

ქალის სასქესო ორგანოების (მათ შორის უშვილობა) დაავადებები;

კანის დაავადებები.

საკურორტო მკურნალობის ხანგრძლივობა რეკომენდებულია 14-დან 21 დღის განმავლობაში.

 

სამკურნალო პროგრამები 

წყლის ყველა პროცედურა ტარდება მინერალურ-რადონულ წყალში

 

ოსტეოქონდროზი 

(ქრონიკული დორსოპათია, მეორადი ნევროლიოგიური გამოვლინებებით)

 

მოსალოდნელი შედეგები:

 

● ტკივილის სინდრომის შემცირება 

● მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდა 

● ხერხემლის სქოლიოზის შემცირება 

● ტკივილის შემცირება ან გაქრობა დაზიანებული დისკების გასწვრივ 

● პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

 


ოსტეოართროზები, მოტეხილობისშემდგომი პერიოდი

 

(პოსტტრავმული ართროზო-ართრიტები, ოსტეოართრიტები, სახსრების თანდაყოლილი დაავადებები)

 

1. სამკურნალო ფიზკულტურა და მექანოთერაპია აუზში 

2. მინერალური წყლის აბაზანა 

3. ჰიდრომასაჟი 

4. ფიზიოთერაპიული პროცედურები 

5. პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები) 

6. ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში

 

მოსალოდნელი შედეგები: 

● ტკივილის სინდრომის შემცირება ან სრული გაქრობა 

● დაზიანებულ სახსარშ მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდა 

● პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება 

● საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება                                                                    

 

 

მაანკილოზირებელი სპონდილიტი 

 

(ბეხტერევის, შტრუმპელ-მარის დაავადება)

 

1. სამკურნალო ფიზკულტურა და მექანოთერაპია აუზში 

2. მინერალური წყლის აბაზანა 

3. ჰიდრომასაჟი 

4. ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში 

5. ცირკულარული შხაპი 

6. სამკურნალო კლასიკური მასაჟი (ხელით) 

7. პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები) 

8. ფიზიოთერაპიული პროცედურები

 

მოსალოდნელი შედეგები: 

● ტკივილის სინდრომის შემცირება 

● მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდა 

● პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება

 

ტანადობის დარღვევა

(კიფოზი, სქოლიოზი, კიფოსქოლიოზი)

 

1. სამკურნალო ფიზკულტურა და მექანოთერაპია აუზში 

2. ჰიდრომასაჟი 

3. ხერხემლის ჰორიზონტალური გაჭიმვა წყალში 

4. სამკურნალო კლასიკური მასაჟი (ხელით) 

5. პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები) 

6. ფიზიოთერაპიული პროცედურები

  

რევმატოიდული პოლიართრიტი, სპონდილოართრიტი

 

(პოდაგრული, ფსორიაზის, რეიტერის და ა. შ. დაავადებებისას)

 

მოსალოდნელი შედეგები: 

● მიკროცირკულაციის აღდგენა 

● ქსოვილის ტროფიკის და სისხლის მიმოქცევის აღდგენა

 

გინეკოლოგიური დაავადებები 

უნაყოფობა, საკვერცხეების დისფუნქცია, მილების გამტარებლობის მოშლა, ქრონიკული ანთებითი ცვლილებები, საკვერცხეებისა და დანამატების შეხორცებითი დაავადებები, კოლპიტი, ვაგინიტი, კლიმაქტერული ნევროზი, მენსტრუალური ციკლის მოშლა (ამენორეა, დისმენორეა), მასტოპათიები. 

 

1. მინერალური წყლის აბაზანა 

2. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში 

3. გინეკოლოგიური ირიგაცია 

4. პელოიდოთერაპია (სამკურნალო ტალახის აპლიკაციები) 

5. ფიზიოთერაპიული პროცედურები 

 

უკუჩვენება:  

• ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ან ეჭვი მათ არსებობაზე. 

• აბორტის შემდგომი პერიოდი პირველ მენსტრუაციამდე. 

• ეროზია და ეროზირებული საშვილოსნოს ყელი, თუ არ არის გამოკვლეული ონკოპათოლოგიაზე. 

• საშვილოსნოს სხეულის და ყელის პოლიპი 

• საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენები 

• საკვერცხეების კისტები და კისტომები 

• საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიოზი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, რომელიც მოითხოვს ოპერაციულ ჩარევას 

• შარდის-ბუშტ საშოს და საშო-მსხვილი ნაწლავის ფისტულები 

• კიბოსწინა დაავადებები 

• ავთვისებიანი ახალწარმონაქმნის ოპერაციის შემდგომი პერიოდი.

 

კანის დაავადებები
ატოპიური დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, წითელი ბრტყელი ლიქენი, ბუდოვანი ალოპეცია, შეძენილი იქთიოზი, შეძენილი კერატოზი, სკლეროდერმია. 

 

1. მინერალური წყლის აბაზანა 

2. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში 

3. ჰიდრომასაჟი სამკურნალო წყალში 

4. ფიზიოთერაპია 

5. მინერალური წყლის დოზირებული დალევა 

 

უკუჩვენებები:  

• კანის ყველა დაავადება მწვავე პერიოდში 

• ბუშტუკოვანი დერმატოზები 

• კანის პარაზიტული დაავადებები 

• კანის ჩირქოვანი დაავადებები 

• კანის რეტიკულოზი (ჰემოდერმია) 

• წითელი მგლურა, ფოტოდერმატოზები, კანის გვიანი პორფირია, პიგმენტური ქსეროდერმია

  

"მენეჯერის სინდრომი"  

მინერალურიწყლის აბაზანა

შხაპი “შარკო”

ცირკულარული შხაპი

ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში

პელოიდოთერაპია (ტალახის აპლიკაციები)

ფიზიოთერაპია

სამკურნალო კლასიკური მასაჟი

 

მოსალოდნელი შედეგები: 

გუნება-განწყობის, აქტიურობის მომატება

ნევროლოგიური მოვლენების (თავის ტკივილის, აღგზნებადობის, ქრ. დაღლილობის) შემცირება

მადის, გუნება-განწყობის, ძილის გაუმჯობესება

 

უროლოგიური და ანდროლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა  

ქრ. ნეფრიტი, ნეფროტული სინდრომი, მწვავე და ქრ. ტუბულოინსტერსტიციალური ნეფრიტი. შარდ-კენჭოვანი დაავადება, ქრონიკული პროსტატიტი, ქრონიკული ურეთრიტი, ქრონიკული ცისტიტი, პროსტატის ადენომა I ხარისხის სქესობრივი მოშლილობანი, მამაკაცების რეპროდუქციული ფუნქციის მოშლა ოლიგოზოოსპერმიით ქრონიკული ანთების ფონზე. ნეიროგენული, ფსიქოგენური, ათეროსკლეროზული სისხლძარღვოვანი ერექტალური დისფუნქცია. ღამის ენურეზი ბავშვებში, ასაკობრივი შარდის შეუკავებლობა. 

 

1. მინერალური წყლის აბაზანა 

2. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში 

3. ჰიდრომასაჟი სამკურნალო წყალში 

4. “აღმავალი” შხაპი 

5. პელოიდოთერაპია (ტალახის აპლიკაციები) 

6. ფიზიოთერაპია 

7. ჰიდროკოლონოთერაპია 

8. დიეტოთერაპიის დახვეწა

 

ნევროზი 

მინერალური წყლის აბაზანა

ჰიდრომასაჟი სამკურნალო წყალში

ცირკულარული შხაპი

ფიზიოთერაპია

სამკურნალო ფიზკულტურა აუზში

კლასიკური სამკურნალო მასაჟი

 

ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების შედეგად განვითარებული დაავადებები  

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (იოდდეფიციტთან დაკავშირებული), სუბკლინიკური ჰიპოთირეოზი განვითარებული იოდდეფიციტით. არატოქსიური დიფუზური ჩიყვი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, არაინსულინოდამოკიდებული და ინსულინოდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი. დიაბეტის შემდგომი გართულებები: ანგიოპათიები, პოლინევრიტები. სხეულის გაცხიმოვნება, ლიპოპროტეინების ცვლის მოშლა, ოქსალურია, ჰიპერურიკემია 

 

1. მინერალური წყლის აბაზანა 

2. ჰიდრომასაჟი მინერალურ წყალში 

3. სამკურნალო ფიზკულტურა აუზში 

4. შხაპი”შარკო” 

5. ცირკულარული შხაპი 

6. კლასიკური სამკურნალო მასაჟი 

7. ფიზიოთერაპია 

8. ჰიდროკოლონოთერაპია 

9. მინერალური წყლის დოზირებული დალევა 

10. დიეტოთერაპიის დახვეწა 

 

მოსალოდნელი შედეგები: 

ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესება ,გამოხატული კლინიკური მოვლენების შემცირება, საერთო მდგომარეობის, გუნება-განწყობის გაუმჯობესება, ფიზიკური დატვირთვის და შრომისუნარიანობის გაზრდა. 

 

უკუჩვენებები: 

• თირეოტოქსიკოზის რთული სტადიები,გამოხატული მეორადი გართულებებით (თირეოტოქსიური გული და ა.შ.). 

• შაქრიანი დიაბეტი დეკომპენსაციის სტადიაში,კეტოაციდოზით, პრეკომატოზული სიმპტომებით, ასევე ლაბილური მიმდინარეობებით (ხშირი ჰიპოგლიკემიური მდგომარეობებით) 

• ორგანული გენეზის ენდოკრინული გაცხიმიანობები (ენდოკრინული ჯირკვლის სიმსივნე) და IV ხ. გაცხიმიანებები, როცა სისხლის მიმოქცევის II-III ხარისხის უკმარისობა არის ჩამოყალიბებული.