Nuk
კურორტი ნასაკირალი

ნასაკირალი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძიმითის თემში. მდებარეობს მდინარეების სუფსისა და ბახვისწყლის შესარავთან, ზღვის დონიდან 105 მ., ოზურგეთიდან 8 კმ, ქვედა ძიმითიდან 3 კმ. ადგილობრივი მნიშვნელობი კურორტი.

ნასაკირალი ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მის ტერიტორიაზე არსებული მინერალური წყლების გამო. ტყის კორომში, სადაც გავრცლებულია რცხილა, წიფელი, წაბლი, თხმელა და სხვა, მოედინება გოგირდ-წყალბადის შემცველი ქლორიდულ ნატრიუმიანი წყლები. წყალი გამოიყენება წყლის აბაზანებისათვის (გულ-სისხლძარღვთა, საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვებისა და გინეკოლოგიური პროფილის დაავადებათა სამკურნალოდ), აგრეთვე სასმელად (კუჭის ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალოდ). სეზონი იწყება ივნისიდან.

 

ნასაკირალის იმ ტერიტორიებზე, რომელიც ისტორიულად ძიმითელ მემამულე მესუ გოგელიას ეკუთვნოდა გაშენდა ნასაკირალის სამკურნალო წყლების კურორტი. გადმოცემის თანახმად გლეხმა ნახა, რომ პირუტყვი ხარბას სვამდა მლაშე წყალს. მან წყალი გასასინჯად მიუტანა დვაბზუელ მღვდელ მჟავანაძეს, რომლმაც გაგზავნა წყალი შესაფასებლად ოდესის ლაბორატორიაში. კურორტის მოწყობა 1927-29 წლებში დაიწყო. 1970 წლისთვის კურორტი წელიწადში 3200 დამსვენებელს იღებდა.

 

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: სუსტად სულფიდური, ქლორიდულ- ნატრიუმიანი მინერალური

სუბთერმული და ჰიპოთერმული წყლები, საერთო მინერალიზაციით 3,8 - 7,8 გ/დმ3; 

მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები და მიღება (დალევა).

სამკურნალო ჩვენებები: საყრდენ-მამოძრავებელი, პერიფერიული ნერვული სიტემისა და გინეკოლოგიური

პროფილის დაავადებები. კუჭის ქრონიკულ დაავადებებისას რეკომენდებულია წყლის სასმელად გამოყენება.

 

რა სარგებლობა მოაქვს ბალნეოლოგიურ კურორტებზე დასვენებას?

ბალნეოლოგიური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორია მინერალური წყაროს წყალი, რომელსაც სასმელად და აბაზანებისთვის იყენებენ. ნახშირმჟავა წყლის ცნობილი კურორტებია ბორჯომი, საირმე, ჯავა და სხვა. სასმელ მინერალურ წყალს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. აბაზანებით მკურნალობენ სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის, გინეკოლოგიურ დაავადებებს, აგრეთვე- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთ სნეულებას