Nuk
კურორტი აბასთუმანი


დაბა აბასთუმანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამთობალნეოლოგიური კურორტია. საქართველოს ეს ულამაზესი კურორტი აჭარა-იმერეთის უღელტეხილის ერთ-ერთ ნაწილში, მარადმწვანე ხეობაში მდებარეობს. იგი განლაგებულია მესხეთის ქედის სამხრეთითა და ფერსათის მთის აღმოსავლეთით (ზ.დ. 1275-1340 მ.) სიმაღლეზე.

აბასთუმანი თბილისიდან დაშორებულია 260 კმ-ით. აქ გადის ზეკარის გადასასვლელით იმერეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა. აბასთუმნიდან საირმე ზეკარის უღელტეხილით 90 კმ-ითაა დაშორებული.

კურორტ აბასთუმანთან არის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უკიდურესი დასავლეთი შესასვლელი და საგუშაგო. ზეკარის უღელტეხილიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ფარგლებშია მოქცეული.

აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზრდილი ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, რომელიც ყვავილობის დროს უებარი სამკურნალო საშუალებაა ფილტვებით ავადმყოფი ადამიანისთვის. აბასთუმნის თერმული წყლების სამკურნალო თვისებებიც საყოველთაოდაა აღირებული.

ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ ახლანდელი აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ, XIV საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე და არსებობდა სახელგანთქმული სამკურნალო წყლები. XVII საუკუნეში, ოსმალების ბატონობისას, აქ თურქული სტილის აბანო მიუწყვიათ. XIX საუკუნის 30-იან წლებში შესაძლებელი გახდა თერმული სამკურნალო წყლების მეცნიერული შესწავლა. შედეგად, მას აბასთუმნის ქლორნატრიუმსულფატკალციუმიანი ჰიპერთერმული სამკურნალო წყლები ეწოდა და გამოიყენება – რევმატიული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობისას და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ. 

კურორტი აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. ხეობა დაფარულია წიწვოვანი ტყით, რომელშიც ფიჭვი დომინირებს, გაზაფხულზე ფიჭვი იწყებს ყვავილობას რის შედეგადაც იგი გამოყოფს ეგრედ წოდებულ მტვერს და მიმოიფანტება ჰაერში, სუნთქვის დროს იგი ხვდება ფილტვებში რაც ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშვალებაა ფილტვებისთვის. ეს ჰაერი შეუდარებელია როგორც სამკურნალოდ ამავდროულად რეაბილიტაციისთვის, სწორედ ამიტომაა აბასთუმანში დასვენება ესეთი მოთხოვნადი, განსაკუთრებით ბავშვებისთვის ვისაც  სუსტი ფილტვები აქვთ. იმის შიში რომ აქ დასვენების დროს ვინმეს გადაედება ფილტვების დავადება არის აფსურდი, რადგან ყველაზე ნაკლები საფრთხე აქ არის ამ დავადების გადადების, გამომდინარე იქიდან რომ ჰაერი აქ შეიცავს დიდი რაოდენობით იზონიაზიდს რაც კლავს ბაქტერიებს.

აბასთუმანი ცნობილია გამაჯანსაღებელი ჰავითა და გოგირდოვანი წყლებით.

მკურნალობის ჩვენებებია: ფილტვების ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმა და მისი თანხლებით მიმდინარე დაავადებები, ტუბერკულოზური ლიმფატები და პლევრიტები, ქრონიკული ბრონქიტი და ბრონქული ასთმის მსუბუქი ფორმები.

აბასთუმანი ზომიერად მშრალი კურორტების რიცხვს მიეკუთვნება. 

ხეობის თითქმის ვერტიკალურად აზიდული ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყით, სადაც დომინირებს ფიჭვი. ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მერყეობა აბასთუმანში სრულიად უმნიშვნელოა. დღისით არ ცხელა, საღამოს კი გრილა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 37°C, მინიმალური კი -32 C

აბასთუმანში არსებული თერმული წყლების გამო იგი კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტად მიიჩნევა.

აბასთუმნის მიდამოებში არსებობდა ძველი ისტორიული ციხე-ქალაქი ოძრხე, რომელიც ლეგენდარულ მამამთავარს ოძრახოსს აუშენებია. ოძრხემ XV საუკუნემდე იარსება, მას შემდეგ კი დაბად შემორჩა და მეზობლად მდებარე სოფლის - აბასთუმნის სახელი დაერქვა. ძველ ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე აქ აღარაფერს მოუღწევია.

 

რით გამოირჩევა მთის ჰავა და რა სარგებლობა მოაქვს მთის კურორტზე დასვენებას?

 

მთის კლიმატი - ეს არის სუფთა ჰაერი, მზის, განსაკუთრებით- ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური რადიაცია, დაბალი ბარომეტრიული წნევა და ჟანგბადის გაცილებით მაღალი შემცველობა. ყველა ამ ფაქტორის გამო მთის კლიმატი ახდენს მატონიზებელ და გამაკაჟებელ ეფექტს ადამიანის ორგანიზმზე. განსაკუთრებით უხდება მათ, ვისაც ფილტვებისა და გულის ქრონიკული კომპენსირებული დაავადებები აწუხებს. მთის კლიმატის ბიოლოგიური მოქმედება მრავალფეროვანია: ამშვიდებს და ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას; აუმჯობესებს  სასიცოცხლო პროცესების რეგულაციას (ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვის ფუნქციას, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებას); ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- ინფექციური პათოლოგიების მიმართ. ოზონი, რომლითაც მდიდარია მთის ჰაერი: დამღუპველად მოქმედებს ბაქტერიებზე, ვირუსებსა და სოკოებზე; აძლიერებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს; სწრაფად ამცირებს და ხსნის ინტოქსიკაციის მოვლენებს; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, რითაც აძლიერებს ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას, აღმოფხვრის ჟანგბადოვან შიმშილს; მაღალი ენერგეტიკული დანახარჯის დროს ახდენს ცხიმოვანი რესურსების მობილიზებას. კლიმატური კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორები კლიმატი და ლანდშაფტის თავისებურებები გახლავთ. მთის კლიმატურ კურორტებს იყენებენ ფილტვის ტუბერკულოზის,  ბრონქული ასთმის,  ჰიპოტონიისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. მკურნალობასთან ერთად კურორტს დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა დაავადების საპროფილაქტიკოდ და ორგანიზმის გასაკაჟებლად.  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთის კურორტს ბავშვებისთვის.