Nuk
ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან წამლის კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმები განიხილა
ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან წამლის კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმები განიხილა


თარიღი: 24/06/2022

ჯანდაცვის მინისტრმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოსახლეობისთვის, მედიკამენტების კიდევ უფრო გაიაფების მექანიზმები განიხილეს. საუბარი შეეხო წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესებას. ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ცვლილებების დანერგვის საკუთარი ხედვა გაუზიარეს.

მინისტრმა უწყების მხრიდან, ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის, უკვე გატარებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება. ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, ამოქმედდა გენერიკული დანიშნულების გაცემის წესი. მისივე თქმით, წამლის ფასის გაიაფების მომდევნო ეტაპისთვის, რეფორმების იმპლემენტაციაში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. 

მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს.