Nuk
უფასო კონსულტაციები ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის
უფასო კონსულტაციები ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი უფასო კონსულტაციებს გამართავს
თარიღი: 05/10/2017

გერმანიაში მოღვაწე ნეიროქირურგი, გერმანიის ცვიქაუს პარაცელსიუსის კლინიკის ნეიროქირურგიული განყოფილების უფროსი ნეიროქირურგი, ფუნქციონალური ნეიროქირურგიის და ნეირო-ონკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი ასლან გერმანიშვილი ნეირო-ქირურგიული პრობლემების მქონე 21 წლამდე პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს.

 

მისივე ხელმძღვანელობით ჩატარდება ქირურგიული ოპერაციები.

 

2 და 3 ოქტომბერი – მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო,

 

9 ოქტომბერი – ევექსის დიაგნოსტიკური ცენტრი

 

სამედიცინო აქციით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ ჩაწერა ნომერზე: 255 05 05 ან *0505