Nuk
უფასო გამოკვლევები თბილისში
უფასო გამოკვლევები თბილისში

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია
თარიღი: 03/03/2017

უფასო გამოკვლევები თბილისში

დაავადებათა სკრინინგის პროგრამას, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, სრულად აფინანსებს თბილისის მერია.

თბილისში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მერიის დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, შეგიძლიათ უფასოდ ჩაიტაროთ: 

ძუძუს გამოკვლევები - 40-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, ძუძუს ექოსკოპიასა და გასინჯვას მამოლოგის მიერ; საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ მამოგრაფია, და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ; 

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები - 25-დან 60  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ–ტესტს; პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიას (საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპიული გამოკვლევა); საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ; 

პროსტატის გამოკვლევა - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებული მოსარგებლის PშA კვლევის შემდეგ, ექიმი, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ; 

მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები - 50-დან 70  წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBთ); პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლონოსკოპიის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიუ კვლევას. შენიშვნა: თბილისში რეგისტრირებულ პირს, რომელსაც ჩატარებული აქვს მხოლოდ ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტი (FOBთ) და შედეგად არ იქნა აღმოჩენილი პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. კოლორექტული კიბოს განმეორებითი სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ; 

სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით;

ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით. 

2017 წლის 1 იანვრიდან, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, კომპონენტის ფარგლებში, მომსახურებას სრულად მიიღებს მხოლოდ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩაიტარებს პირველ კვლევას. 

 

დარეკეთ ნომერზე (032) 2-20-35-35 და ჩაეწერეთ!

 

ეროვნული სკრინინგ ცენტრის მისამართები:

დიდუბე: აკ.წერეთლის 69; 

ვარკეთილი: კალოუბნის 12.

ერთად ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!