Nuk
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა


თარიღი: 06/11/2018

უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით  2019 წლის 1 იანვრიდან დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს დასაქმებული უბედური შემთხვევის დაზღვევით. - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანრმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ დღეს გამართულ შეხვედრაზე.

სამუშაო შეხვედრის მიზანს უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის საკითხების დეტალური განხილვა წარმოადგენდა. საუბარი შეეხო დაზღვევის პაკეტის მინიმალურ ოდენობასა და შესაძლო ლიმიტებს.  შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

ბიზნეს გაერთიანებისა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობას.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაში საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის, ბიზნეს გაერთიანებისა, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები  და სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ