Nuk
თორაკოსკოპიული ლობექტომია
თორაკოსკოპიული ლობექტომია

კიდევ ერთი ოპერაცია კლინიკა "კონსილიუმ მედულაში", რომლის მსგავსი ქართველი ქირურგების პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა
თარიღი: 30/09/2017

თორაკოსკოპიული ლობექტომია, პირველად საქართველოში

 

კიდევ ერთი ისეთი ოპერაცია გაკეთდა ჩვენს კლინიკაში, რომლის მსგავსი ქართველი ქირურგების პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა.

 

პაციენტს, რომელსაც ფილტვის პერიფერიული კიბო დაუდგინდა, დასჭირდა მარჯვენა ფილტვის ​ზედა ნაწილის მოკვეთა (ლობექტომია). ასევე მოსცილდა მას ფილტვის კარის, ბიფურკაციული და ტრაქეობრონქული კუთხის და პარატრაქეული ლიმფური კვანძები. ოპერაცია თორაკოსკოპკული, ანუ უსისხლო მეთოდთ შეასრულა ჩვენი კლინიკის ქირურგთა გუნდმა ​პროფესორ დავით გიორგაძის​ (Phd), ზურაბ ზედგინიძის (MD) გიორგი ჩადუნელის (Doc​t​or​'s​ assistante) შემადგენლობით. ასეთი რთულ ოპერაცია ანესთეზიის განსაკუთრებულ რეჟიმში ტარდება. კერძოდ, ჩვენმა სპეციალისტებმა ნუგზარ კინკრიაშვილმა და ირაკლი მჟავანაძემ ფილტვების განცალკევებით ვენტილაციის ​პირობები შექმნეს​.

 

​ოპერაცია წარმატებით დასრულდა. დიაგნოზი მორფოლოგიურადაც დადასტურდა, თუმცა, საბედნიეროდ, კვანძებში მეტასტაზები არ აღმოჩნდა. თორაკოსკოპიული, დამზოგავი ჩარევის გამო კი პაციენტი 4 დღეში განკურნებული გაეწერა კლინიკიდან