Nuk
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი იხსნება
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი იხსნება


თარიღი: 14/11/2017

15 ნოემბრიდან, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში კლინიკური ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი გაიხსნება, რომელიც თირკმლის ნებისმიერი პათოლოგიის მქონე პაციენტებს ასაკის შეუზღუდავად მოემსახურება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„სამედიცინო კორპორაცია ევექსიდან“ აცნობეს.

 

მათივე ცნობით, ცენტრი უახლესი თაობის აპარატურით და 18 დიალიზის სავარძლით არის აღჭურვილი. მაღალკვალიფიციური მედპერსონალი საერთაშორისო ნორმების დაცვით დღის განმავლობაში თირკმლით ქრონიკული დაავადების მქონე 108 პაციენტს მოემსახურება. ცენტრში შესაძლებელია ნეფროლოგიურ დაავადებათა სრულყოფილი დიაგნოსტიკა და ნეფროლოგიური პაციენტების ამბულატორიული მომსახურება.

 

ახალი დიალიზის ცენტრი ქინძმარაულის ქუჩაზე, #1-ში, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალშია განთავსებული და ის დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება. ნეფროლოგიის და დიალიზის ცენტრი ვარკეთილის, მოსკოვის გამზირის, ლილოს, ორხევის, აფრიკის და სხვა მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

წყარო: interpressnews.ge