Nuk
შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.
შშმ ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა
თარიღი: 02/04/2017

 ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის პირველი სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა.

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა.

დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები საოჯახო ტიპის სახლში 24 საათიანი საექთნო მომსახურებით, რეაბილიტაციით, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებით ისარგებლებენ. 

2017 წლის ბოლოს, მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების სახლის გახსნა თბილისშიც იგეგმება.
ქუთაისში ახალი, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა. ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს. 

სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება თემში ინტეგრირებული პირველი მომსახურებაა მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებისთვის. დიდი ზომის სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები აქ 24 საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს იღებენ. 
საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს. 
პროექტის მიზანია, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ბრეს საქართველო“, აღნიშნული მომსახურებისთვის ქუთაისში შენობა უზრუნველყო და მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით, სამინისტროს რეგულაციების თანახმად, მართავს. 
USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იუნისეფი, მთავრობას შენობის რეაბილიტაციასა და აღჭურვაში, ზრუნვის სტანდარტების შემუშავებაში, ასევე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, მომვლელების და სოციალური მუშაკების, გადამზადებასა და სერვისის აწყობაში ეხმარება. 
ასეთი ტიპის მომსახურებების დაარსება საქართველოს მთავრობას საშუალებას მისცემს გააფართოოს ალტერნატიული მომსახურებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს ბავშვებზე ინსტიტუციონალური ზრუნვის მოდელი. 2017 წლის ბოლოს, თბილისში, იგეგმება მეორე ასეთი ტიპის სპეციალიზებული მომსახურების გახსნა.
ჯერ კიდევ საჭიროა რამდენიმე მსგავსი მომსახურების შექმნა იმისთვის, რომ მოხერხდეს სახელმწიფო დიდი ზომის ინსტიტუციებში დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მოთავსება ოჯახურ გარემოში. 
ჯანდაცვის მინისტრმა, აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა ასევე მოინახულეს მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები ქუთაისში. ეს ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 3 ბავშვზე ზრუნავს. მინდობით აღზრდას განსაკუთრებული როლი ენიჭება შშმ ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის დასრულების საქმეში. სახელმწიფოს, USAID-ის და გაეროს ბავშვთა ფონდის პარტნიორობა ამ საკითხებში მომავალშიც გაგრძელდება.