Nuk
საჩხერეში 1500-მდე ბავშვს სმენის სკრინინგი ჩაუტარდა
საჩხერეში 1500-მდე ბავშვს სმენის სკრინინგი ჩაუტარდა

პროექტის მიზანია, სმენის პრობლემების მქონე ადამიანების გამოვლენა, შესაძლო გართულებების პრევენცია და აღმოფხვრა
თარიღი: 06/10/2017

საჩხერეში 1500-მდე ბავშვს სმენის სკრინინგი ჩაუტარდა. პროექტი შვედეთის საელჩოს დახმარებით ხორციელდება. საჩხერის საავადმყოფოში მისულ მოსახლეობას, სკრინინგი შვედმა ექიმებმა ჩაუტარეს და სმენის აპარატებიც გადასცეს. 
პროექტის მიზანია, სმენის პრობლემების მქონე ადამიანების გამოვლენა, შესაძლო გართულებების პრევენცია და აღმოფხვრა. 
მსგავსი სკრინინგი ჩატარდა ხარაგაულშიც, სადაც სკრინგი 683 ბავშვს ჩაუტარდა, 15 მათგანს კი სმენის აპარატები გადაეცა. 
პროცესს პირადად აკვირდებოდა მისიის ხელმძღვანელი შვედეთის საელჩოში ერიკ ფონსანი.