რეანომობილებში ახალშობილთა რეფერირებისთვის ინკუბატორები განთავსდა
რეანომობილებში ახალშობილთა რეფერირებისთვის ინკუბატორები განთავსდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისგან ახალშობილთათვის განკუთვნილი ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები
თარიღი: 20/08/2017

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდისგან ახალშობილთათვის განკუთვნილი ინტეგრირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები გადაეცა.

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი - ავთანდილ თალაკვაძე და ფონდის ხელმძღვანელი მაკა გუმბერიძე ესწრებოდნენ.
სატრანსპორტო ინკუბატორები ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის („ახალშობილთა სკრინინგი გულის თანდაყოლილი მანკის კრიტიკული ფორმის გამოსავლენად“) “ფარგლებში გადაეცა. მისი მთავარი მიზანია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებისდროს, ხელი შეუწყოს ახალშობილთა რეფერალის ეფექტურად წარმართვას.


ხელოვნური სუნთქვის აპარატიანი სატრანსპორტო ინკუბატორები განთავსდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების რეანომობილებში და განკუთვნილია ჯანმრთელობის პრობლემების მქონე 
ახალშობილებისათვის. სერვისი, ფონდ „ქართუსთან“ თანამშრომლობით, ხელმისაწვდომი იქნება თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, საჭიროების დროს კი ავტომობილები ახლომდებარე რეგიონებშიც გაიგზავნება.
როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი დაარსდა 1991 წელს, ვაშინგტონში და დღემდე ახორციელებს პროექტებს ყოფილ საბჭოთა კავშირისა და ახლოაღმოსავლეთის ქვეყნებში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით. ფონდი საქართველოში 2004 წლიდან ფუნქციონირებს.