Nuk
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს


თარიღი: 06/03/2020

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილებისა და რაინული ფილიალების სადეზინფექციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.


კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ცენტრის რაინული შენობები და  სასწრაფო დახმარების მანქანები. რაც შეეხება ეკიპაჟების აღჭურვულობას, მედიკოსები სრულად არიან უზრუნველყოფილი პერსონალური დაცვის საშუალებებით. მათ ეკიპირებაში შედის : C დონის ბიოლოგიური დაცვის უსაფრთხოების ტანსაცმელი, სამედიცინო ნიღბები და პერსონალური დაცვის სათვალეები.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოქალაქეებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენას უსაფრთხოების ნორმების ყველა კომპონენტის დაცვით უზრუნველყოფს.