Nuk
სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში
სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში


თარიღი: 20/09/2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ზაზა ბოხუა საქართველოში სამედიცინო განათლების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ყურადღება საქართველოში სამედიცინო განათლების მიმართულებით პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე გაამახვილა

„სამედიცინო განათლების 100 წელი საქართველოში" - ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართული კონფერენცია  სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებს - XXI საუკუნის ექიმის მომზადებას და ამისთვის აუცილებელი კომპეტენციების შეძენას, დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების გლობალურ და ეროვნულ სტანდარტებს, მედიცინის ახალი დარგობრივი მახასიათებლის მოთხოვნებს მიეძღვნა

კონფერენციზე ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (Association for Medical Education in Europe -AMEE) პრეზიდენტ, ლიდსის უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ინსტიტუტის დირექტორ, პროფესორი ტრუდი რობერტს მოხსენებით წარსდგა თემაზე: "როგორ მოვამზადოთ 21-ე საუკუნის ექიმები".  პროფესორი ტრუდი რობერტსი თბილისის სახელიფო უნივერსიტეტის დიდი ხნის პარტნიორია - მისი კოორდინაციით 2011-2014 წლებში უნივერსიტეტში განხორციელდა ევროკიმისიის მიერ დაფინანსებული ტემპუსის პროექტი "დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში". ამ პერიოდში მისი ხელშეწყობით უნივერსიტეტში დაარსდა აკადემიური განვითარების ცენტრი, სადაც სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგს გადიან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. 2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ პროფესორ ტრუდი რობერტს მიანიჭა საპატიო დოქტორის წოდება. 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდა თსსუ-ის მედიცინის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ შენგელია, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია, თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირმა მანჯავიძე და თსსუ-ის საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გივი ჯავაშვილი.

მოხსენებების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია