Nuk
რეკომენდაციები გრიპისაგან დასაცავად
რეკომენდაციები გრიპისაგან დასაცავად


თარიღი: 18/12/2019

დაავადებათა კონტროლის ცენტრი საზოგადოებას გრიპისგან დასაცავად რეკომენდაციებს სთავაზობს.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, უმჯობესია მოქალაქეებმა ჩაიტარონ აცრები; რეგულარულად დაიბანონ ხელები; ნუ შეეხებიან ხელით თვალებს, ცხვირსა და პირს; მოერიდონ დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტს; ავადობისას კი დარჩნენ სახლში.

„აცრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის 6 თვიდან 5 წლამდე ასაკში, ხანდაზმულთათვის, ქრონიკული დაავადების მქონე პირთათვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულთათვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულთა ვაქცინაცია - ორსულობის ვადის მიუხედავად.

სუფთა ხელები ხელს უწყობს მრავალი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკას, გრიპის ჩათვლით. ხელის ჰიგიენის დაცვა - საკუთარი და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი გზაა.

რეგულარულად დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, გულმოდგინეთ გაიმშრალეთ ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცით. თუ წყალი და საპონი ხელმიუწვდომელია, შეიძლება ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებების გამოყენება.

თვალები, ცხვირი და პირი - გრიპის ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე სავარაუდო გზაა. შესუნთქულ ჰაერში გრიპის გამომწვევის არსებობის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ შეამციროთ დაავადების რისკი თუ არ შეეხებით ხელებით სახეს. თუ ეს ძალიან საჭიროა, თვალებს, პირსა და ცხვირს შეეხეთ ერთჯერადი ცხვირსახოცით ან წინასწარ საპნით დაბანილი ხელებით. თუ გრიპით ხართ ავად, თქვენ საფრთხეს უქმნით ირგვლივ მყოფთ. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ისეთი ქრონიკული დაავადების მქონენი როგორიცაა კიბო, გულის დაავადებები, აივ ინფიცირებულები. ირგვლივ მყოფთა კონტაქტების დროული შეზღუდვის გადაწყვეტილება ხელს შეუშლის გრიპის შემდგომ გავრცელებას და შესაძლოა გადაარჩინოს ვინმეს სიცოცხლე