Nuk
800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.
800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.


თარიღი: 15/02/2023

15 თებერვლიდან, რეფერენტული ფასი 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათშორისმა კომისიამ მიიღო.



ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე, ფარმაცევტული სექტორის მიერ წარმოდგენილი 700-ზე მეტი პრეტენზია განიხილა.

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 300-ზე მეტი მედიკამენტის ფასი დაკორექტირდა, ცვლილება კი ძალაში 15 მარტიდან შევა.

800-ზე მეტი წამლის, განახლებული ჩამონათვალი, ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერზე, უკვე გამოქვეყნდა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ.

უწყებათაშორისი კომისიის წევრები ჯანდაცვის სამინისტროს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები არიან.



შეგახსენებთ, რომ მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც, მათი რეალიზაცია აიკრძალება.

მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასი აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული - https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main