Nuk
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადებების მიღება 17 მარტიდან ახალი წესით განხორციელდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განცხადებების მიღება 17 მარტიდან ახალი წესით განხორციელდება


თარიღი: 16/03/2020

ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა მისაღების განტვირთვის მიზნით, 17 მარტიდან მოქალაქეთა მიღება/კონსულტაცია, ასევე საბუთების მიღება/გაცემა იწარმოებს კვირაში ორჯერ - ორშაბათს და ხუთშაბათს.

მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected];

ასევე, „რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედ კომისიაზე განსახილველი დოკუმენტაციის გადმოგზავნა, სერვისის მიმწოდებლების მიერ, განხორციელდება ელექტრონულად, კომისიის ელ. მისამართზე - [email protected]. აღნიშნულის თაობაზე სერვისის მიმწოდებლების ინფორმირება უკვე განხორციელდა.