Nuk
ნეიროქირურგის ვიზიტი გერმანიიდან ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში
ნეიროქირურგის ვიზიტი გერმანიიდან ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში


თარიღი: 14/09/2021

ნეიროქირგიული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის

ქვეყანაში მიმდინარე რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით და პაციენტების თხოვნით ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა, ქართულ-გერმანული  პროექტის ფარგლებში აგრძელებს გერმანიიდან ქართველი და უცხოელი ექსპერტების მოწვევას , ქართველი პაციენტებისთვის ევროპული სტანდარტის ქირურგიული და სხვა სამედიცინო სერვისების მისაღებად , ქვეყნიდან გაუსვლელად.
ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკას6 - 8 ოქტომბერს პროფესიული ვიზიტით ეწვევა გერმანიის, ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური სასწავლო ცენტრის, ნეიროქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ,ფილიფსის სახელობის მარბურგის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი, ნეიროქირურგი-დავით შალამბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში დავით შალამბერიძე ჩაატარებს კონსულტაციებს ნეიროქირურგიული პათოლოგიების მქონე პაციენტებთან.
თავისა და ზურგის ტვინის ონკოლოგიური, სისხლძარღვოვანი და ტრავმული პათოლოგიები;
ხერხემლის ონკოლოგიური, დეგენერაციული და ტრავმული პათოლოგიები;
თავზურგტვინის და ხერხემლის არხის თანდაყოლილი ანომალიები;
პერიფერიული ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები და კომპრესიული სინდრომები;
ქრონიკული ტკივილის სინდრომი და სხვა.

მარბურგის უნივერსიტეტის მედ. დოქტორი დავით შალამბერიძე გახლავთ გერმანული, ნეიროქირურგიული სკოლის მრავალწლიანი გამოცდილების ექიმი კლინიცისტი, რომელსაც სხვადასხვა დროს მენტორობას უწევდნენ მსოფლიოში ისეთი ცნობილი ექსპერტები როგორებიც არიან; უჰა ჰერსენიემი, გაზი იაშარგილი და მაჯიდ ზამიი-თანამედროვე ნეიროქირურგიის ფუძემდებლები.

ნეიროქირურგი დავით შალამბერიძე კონსულტაციებს ჩაატარებს 6, 7, 8ოქტომბერს.
ჩაწერა წინასწარ
კონსულტაციაზე ჩასაწერად და დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით;
599 337 828
 
ალ. ალადაშვილის სახელობის კლინიკა, გერმანიიდან მოწვეული ექიმ-სპეციალისტების და მათ მიერ ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე, ქართველ პაციენტებს აძლევს საშუალებას მორიგი ვიზიტების განმავლობაში დაიგეგმოს და ჩატარდეს, როგორც ქირურგიული ისე სხვა ტიპის, საჭირო მკურნალობა,მათ შორის ისეთი რთული პათოლოგიების, რომლებიც უცხოეთის კლინიკებში გამგზავრებას მოითხოვს.
 
ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, გერმანიიდან მოწვეული ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული მრავალი, რთული პათოლოგიების წარმატებული ოპერაციული მკურნალობის უპირატესობაა საერთაშორისო გამოცდილება და ამავე სამედიცინო სტანდარტის სერვისი , რომელსაც ქართველი პაციენტები ალ. ალადაშვილის სახ. კლინიკაში იღებენ.