Nuk
მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


თარიღი: 14/04/2020

მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 14 აპრილის მონაცემებით, საქართველოში აივ-ინფიცირების 167 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო  შარშან, აღნიშნულ პერიოდიში 148  შემთხვევა გამოვლინდა.

2020 წლის 14 აპრილის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8269 აივ ინფიცირებული პირი, 6168 – მამაკაცი, 2091 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1674 გარდაიცვალა.

31 მარტის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  5202 (4625 + 577 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 46 (38 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  37.4 %   (3091) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია;  48.5 %  (3999) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.9 %  (985) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.3 %   (109) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   (40) - სისხლის რეციპიენტია;  0.5 %   (45) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3059 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1145; შემდეგ იმერეთში 997; აჭარაში 942; აფხაზეთში (525); კახეთში (405) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (174); სამცხე-ჯავახეთში (112) და ..

სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 - ვაჟი, 46 - გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3   გავიდა ქვეყნიდან;

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, შიდსის ცენტრი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ცხელი ხაზი:
239-80-08