Nuk
4 თებერვალი - კიბოს მსოფლიო დღე
4 თებერვალი - კიბოს მსოფლიო დღე


თარიღი: 04/02/2020

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ინიციატივის თბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქიფარგლებში განხორციელებული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

დღეს კიბოს მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით ინიციატივისთბილისი - კიბოსთან ბრძოლის ქალაქიფარგლებში, ერთი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბოხუამ გახსნა.

პროექტის ფარგლებში, კიბოსთან ბრძოლის მიზნით, მულტისექტორული აღმასრულებელი კომიტეტი და სამუშაო ჯგუფები გასულ წელს შეიქმნა.  საწყის ეტაპზე, საჭიროებები შეფასდა და სიტუაციური ანალიზი გაკეთდა, რის შედეგადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა.  გეგმის ძირითადი მიმართულებებიაკიბოს მართვის კუთხით ხარისხის გაუმჯობესება, მულტიდისციპლინური მიდგომის განვითარება, სადიაგნოსტიკო სერვისების გაძლიერება, გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავება, უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობა, პაციენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება და სხვა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიას, საქართველოს პაციენტთა კავშირსა და C/Can “City Cancer Challenge” ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2019 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.

დღევანდელ ღონისძიებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორიც ესწრებოდა. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას, კიბოს პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე სიახლეები გააცნო. მისი თქმით, შარშან დაინერგა და წელს სავალდებულო გახდა 9-დან 13 წლამდე გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ვაქცინით პრევენცია თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთი მიღწევაა. ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, ლუგარის ცენტრშიუკვე შესაძლებელია ძუძუს კიბოს გენეტიკური მიდრეკილებების დიაგნოსტირება