Nuk
ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი კლინიკებში
ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი კლინიკებში


თარიღი: 20/01/2022

საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს

საქართველოს კლინიკებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მონიტორინგი მიმდინარეობს. 10 თებერვლის ჩათვლით დარგის ექსპერტები ინფექციის პრევენციისა და კონტროლის (იპკ) მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით 34 სამედიცინო დაწესებულებაში განახორციელებენ.

სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირება პაციენტის უსაფრთხოებისა და შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა. კონტროლის ეს მექანიზმი არსებითად მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის, განსაკუთრებით კი ახლა, კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

მონიტორინგი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ექსპერტების შერჩევასა და საორგანიზაციო საკითხებს უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.