Nuk
უფასო კონსულტაციები გულის თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვებისთვის
უფასო კონსულტაციები გულის თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვებისთვის

იტალიის ბამბინო ჯეზუს კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე
თარიღი: 21/11/2017

20, 21, 22 და 24 ნოემბერს მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში იტალიის ბამბინო ჯეზუს (Bambino Gesu) ჰოსპიტალის კარდიოქირურგი ბუბა კალანდაძე გულის თანდაყოლილი მანკების მქონე ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს ჩაატარებს.

 

4 დღის განმავლობაში ბამბინო ჯეზუს კარდიოქირურგი გეგმიურ რეჟიმში განახორციელებს გულის კომბინირებულ თანდაყოლილ მანკებზე ურთულეს ოპერაციებს.

 

ბამბინო ჯეზუს ბავშვთა კარდიოქირურგიული დეპარტამენტი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი სამსახურია, რომელიც წლის განმავლობაში ბავშვებში 1000-ზე მეტ კარდიოქირურგიულ ინტერვენციას ახორციელებს.

 

უფასო კონსულტაციები 10:00-14:00 სთ-მდე გაგრძელდება.

წარმოებს წინასწარი ჩაწერა 2 55 05 05 ან *05 05