Nuk
ქართველმა ექიმმა 24 წლის პაციენტს ღორის გულის სარქველი გადაუნერგა
ქართველმა ექიმმა 24 წლის პაციენტს ღორის გულის სარქველი გადაუნერგა

ოპერაცია ცნობილმა ქართველმა კარდიო-ქირურგმა ლეო ბოკერიამ ჩაატარა.
თარიღი: 07/03/2017

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრში, პაციენტს გულის არა ხელოვნური, არამედ ღორის ბიოლოგიური მასალისგან შექმნილი სარქველი გადაუნერგეს. ოპერაცია ცნობილმა ქართველმა კარდიო-ქირურგმა ლეო ბოკერიამ ჩაატარა.

 

ამ ტიპის ოპერაცია პირველად ჩატარდა მსოფლიოში. ოპერაციას მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ექიმმა მედიასთან აღნიშნა, რომ ღორის გულის სარქველი, ფიზიოლოგიურად ყველაზე ახლოს არის ადამიანის ბიოლოგიურ სარქველთან, ამიტომაც გადაწყვიტა მისი გამოყენება.