Nuk
გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია
გრიპის უფასო ვაქცინაციის ერთდღიანი აქცია

გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!
თარიღი: 04/12/2018

2018 წლის 4 დეკემბერს 11:00 – 18:00 საათზე, საზოგადოების მოთხოვნის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება გრიპის უფასო ვაქცინაცის ერთდღიანი აქცია.
გრიპმა შესაძლოა შეგიქმნათ სერიოზული საფრთხე, თქვენ და თქვენს გარშემო მყოფთ!
გრიპის პრევენციის მიზნით, ჩაიტარეთ სეზონური ვაქცინაცია!
ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებელი ექნება სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.
გრიპის ვაქცინაციის აქცია გაიმართება შემდეგ ქალაქებში:
· ქ.თბილისში - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)
· ქ.ზუგდიდში:
1. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალი. მისამართი: კ. გამსახურდიას ქ#206
2. სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის პოლიკლინიკა, მის: კოსტავას ქ #1
3. შპს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა, კ. გამსახურდიას I შესახვევი #2
4. შპს ,,ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო", მის: სოფ. ონარია
· ქ.გორში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, მის:სტალინის 3
· ქ.ბათუმში:
1. N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N 7
2. N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
3. საზღვაო ჰოსპიტალი, მის: მელიქიშვილის ქ.N102
4. საოჯახო მედიცინის ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30
5. ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.#7
6. შპს ,,ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი" , მის: ქათამაძის ქ. N11
7. ქობულეთის სამედიცინო ცენტრი, ქ. ქობულეთი, თბილისის ქ. N31
8. ქედის, ხულოს, შუახევის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები
· ქ.ქუთაისში:
1. შპს. ქუთაისის N1 პირველადი ჯანდაცვა - ტ. ტაბიძის N23
2. შპს.დიმიტრი მხეიძის სახ. ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა "გიდი", მის:კაკო კიბორძალიძის ქუჩა N9
3. შპს. ქუთაისის ბავშვთა N3 პოლიკლინიკა, მის: ჯავახიშვილის ქუჩა N85
4. შპს. ქუთაისის N4 შერეული პოლიკლინიკა, მის: ნიკეას ქუჩა N46-ბ
· ზესტაფონში:
1. ჯეოჰოსპიტალსის ამბულატორული ცენტრი, მის:აღმაშენებლის N1
2. შპს კლინიკა ,,ელიტე'', მის: ასლანიკაშვილის სანაპირო
· ბაღდათში- დიმის საექიმო ამბულატორია, მის:სოფელი დიმი
· ვანში:
1. ზეინდარის საექიმო ამბულატორია, სოფელი ზეინდერი
2. ამაღლების საექიმო ამბულატორია, სოფელი ამაღლება
· ხარაგაულში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, მის:სოლომონ მეფის 19ა
· ხონში - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრი, მის:ა.კაკაბაძის 17
დამატებითი ინფორმაცია გრიპის და მისი მიმდინარეობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდზე - www.ncdc.ge, ხოლო კითხვებისათვის დაუკავშირდით ოლგა თანრხან-მოურავს 599 515 199 , ირაკლი ქარსელაძეს 599 216 701
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილიი 99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103