Nuk
აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი


თარიღი: 07/03/2018

2017 წელს დაწესებულებების  ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა  სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ და შპს „ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“  შერწყმა, რის შედეგად  ჩამოყალიბდა „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“.  ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით,  გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო  სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება  ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება. 

ისევე როგორც  სხვა  ფსიქიატრიული დაწესებულებები,  „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთეობის ცენტრი“,  ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორიული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი    7 000 ლარით გაიზარდა და  დღეს  12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების  გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც.