ულტრათანამედროვე აპარატი ღუდუშაურის ნეონატალური ცენტრში

ელექტროენცეფალოგრაფი ახალშობილთა ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მონიტორინგისათვის
თარიღი: 06/03/2017

ნეონატალური ცენტრის აპარატურული პარკი კიდევ ერთი, ულტრათანამედროვე აპარატით შეივსო!

უმწიფარი ანუ დღენაკლი ახალშობილების თავის ტვინის ფუნქციურ განვითარებაზე სრულყოფილ სურათს ვერ იძლევა ვერც ექოსკოპიური კვლევა და ვერც საქართველოში არსებული კვლევის სხვა საშუალებები, ამიტომ დღენაკლი ახალშობილების თავის ტვინის ფუნქციური განვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მისაღებად და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევის მიზნით, ავსტრიაში მოღვაწე კოლეგებთან ერთად, ღუდუშაურის კლინიკამ შეიძინა უახლესი ელექტროენცეფალოგრაფი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ახალშობილთა ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების მონიტორინგი.

 

კვლევისა და მკურნალობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში ქართველ კოლეგებს ავსტრიაში მოღვაწე ექიმი, ზალცბურგის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგი და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელი, მედიცინის დოქტორი, გიორგი კუჭუხიძე დაეხმარება, ხსენებულ კლინიკებში 13 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალისტი ღუდუშაურის კლინიკის ექიმებს დაგროვილ გამოცდილებას პერმანენტულად გაუზიარებს.