Nuk
ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20 დეკემბრისმონაცემებით1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული
ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20 დეკემბრისმონაცემებით1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული


თარიღი: 23/12/2020

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, 20  დეკემბრის მონაცემებით 1 800 000-ზე მეტი ტესტია ჩატარებული. მისივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს.  ეკატერინე ტიკარაძეს განცხადებით, დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში.

ჩვენ მუდმივად გვესმოდა გარკვეული უკმაყოფილება, ტესტირების მასშტაბთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი გავრცელების რომელ ეტაპზე, რა მოცულობის ტესტირება არის ჩასატარებელი. შესაბამისად, გავრცელების მატებასთან ერთად ჩვენ გეგმაზომიერად გავაფართოვეთ ტესტირება და დღეისათვის სიმპტომების მქონე ყველა პაციენტისთვის უფასო ტესტირება ხელმისაწვდომია 250-ზე მეტ ლაბორატორიასა და პჯდ ცენტრში.  20  დეკემბრის მონაცემებით ჩატარებულია 1 800 000-ზე მეტი ტესტი.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.