Nuk
ეკატერინე ტიკარაძე: მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლად გარმეონტებული კორპუსი, რომელიც პაციენტებს სრულად აღჭურვილი 400 ინტესიური საწოლით მოემსახურება“
ეკატერინე ტიკარაძე: მიმდინარე კვირაში გაიხსნება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლად გარმეონტებული კორპუსი, რომელიც პაციენტებს სრულად აღჭურვილი 400 ინტესიური საწოლით მოემსახურება“


თარიღი: 23/12/2020

პანდემიამ საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა. მიუხედავად თანმდევი სირთულეებისა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის რესურსების მობილიზება  მაინც მოხერხდა“- ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით,  სახელმწიფოს მიერ, სამედიცინო აპარატურით  სოფლის 100 ამბულატორია აღიჭურვა,რაც იქ მაცხოვრებელ ადამიანებს, საშუალებას აძლევს გეოგრაფიული ბარიერების გარეშე მიიღონ დიაგნოსტიკური მომსახურება.  ჯანდაცვის მინისტრმა  თბილისის  რესპუბლიკურ საავადმყოფოზეც ისაუბრა.

 

„მიმდინარე კვირაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახლადგარმეონტებული კორპუსი გაიხსნება, რომელიც  პაციენტებს სრულად აღჭურვილი 400 ინტენსიური საწოლით მოემსახურება. რესპუბლიკური საავადმყოფოს კორპუსის რეაბილიტაცია-აღჭურვის პროცესი გაგრძელდება  და უახლოეს მომავალში  საავამყოფოკოვიდ-პაციენტებს რვაასი სრულად აღჭურვილი საწოლით მოემსახურება“-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.