Nuk
ეკატერინე ტიკარაძე: „2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“
ეკატერინე ტიკარაძე: „2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“


თარიღი: 28/12/2020

ეკატერინე ტიკარაძე: „2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა“

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ანგარიშის წარდგენისას  ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოზეც  ისაუბრა. 

 

„მნიშვნელოვანია, რომ სააგენტოს მიერ, მოხერხდა  კლინიკებისადმი ფინანსური ვალდებულებების ანგარიშსწორების ვადების მოწესრიგება. 2020 წელს გასულ წელთან შედარებით კლინიკების მიმართ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის  დავალიანება 200 მლნ. ლარით შემცირდა. გარდა ამისა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაწესებულებებს ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისთვის,  1 თვის ვალდებულება გადავურიცხოთ წინსწრებით“-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ