Nuk
დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ
დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ


თარიღი: 01/07/2020

ეკატერინე ტიკარაძე: „დღეიდან სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ“.

"სიმბოლურია, რომ დღეს მე თქვენს გვერდით ვარ და მაქვს შესაძლებლობა პირადად გითხრათ, რომ დღეიდან  სასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს ხელფასი 100 ლარით გაეზარდათ. აქვე გეტყვით, რომ დღეიდან 30 ლარით იზრდება 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პირთა პენსია. ასევე, 1 ივილისიდან I ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ბავშვებს სოციალური პაკეტი დამატებით 30 ლარით ეზრდებათ."

ამის შესახებ განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, რომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სენაკში სასწრაფოს ექიმებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანიისერთი თვე სამინისტროსთან ერთადფარგლებში ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან და ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან მარტვილში, სენაკსა და ხობში სასწრაფოს რაიონული შენობები გახსნა და სასწრაფოს მედპერსონალთან შეხვედრა გამართა.