საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა
19 ივნისი, 2018
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე დიალიზის განყოფილება გაიხსნა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ზაზა ბოხუა დაესწრო. ახალგახსნილი განყოფილების დათვალიერების შემდეგ, ის პაციენტებს პირადად გაესაუბრა. ადგილზე მკურნალობას საჩხერისა და ჭიათურის რაიონის მცხოვრები პირები გადიან. ამ დრომდე მომსახურება 72 ბენეფიციარს გაეწია. დღეისთვის ცენტრში დიალიზის 15 აპარატი მოქმედებს, უახლოეს მომავალში კი, ეს რაოდენობა 21-მდე გაიზრდება.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში დიალიზის განყოფილების გახსნამდე პაციენტები სერვისის მისაღებად თბილისის და ზესტაფონის კლინიკებს მიმართავდნენ. მათი ტრანსპორტირებისთვის თანხა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ჰქონდა გამოყოფილი. დღეს კი, თირკმლის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა უკვე საჩხერის მუნიციპალიტეტშივეა შესაძლებელი.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 600 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა და პროექტის შედეგად 20-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ზაზა ბოხუა - ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
თამარ მელიქიძე - საჩხერის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერი
ბოლო სიახლეები
ფეხების სიმძიმე და ქვედა კიდურების შეშუპება, ქრონიკული ვენური დაავადება - რატომ მწვავდება ზაფხულში და როგორ ვმართოთ დაავადება?
საინჰალაციო პრეპარატების მნიშვნელობა ქრონიკული რესპირატორული დაავადებების თანამედროვე მართვაში
რას ნიშნავს მენჯის ორგანოების პროლაფსი და რატომ არ უნდა შევეგუოთ დისკომფორტს?
როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია
ალერგიული რინიტი და მისი მთავარი სახელმძღვანელოს ARIA გაიდლაინის ბოლო ცვლილებების შესახებ