Nuk
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბორჯომში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თარიღი: 04/03/2019

ბორჯომში, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული და დაგეგმილი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შესახებ საზოგადოების ინფორმირება წარმოადგენდა.

ორდღიან შეხვედრაში მედიასაშუალებების, ევროკავშირის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები და პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ლევან გოგოძის განცხადებით, დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობა და აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია სამიზნე სეგმენტის ინფორმირებისა და გააქტიურებისთვის. გოგოძის თქმით, ქვეყნისათვის უმთავრესი პრობლემის უმუშევრობის დაძლევის პროცესი განმტკიცებული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დასაქმების ხელშემწყობი პროგრამების, სერვისებისა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მედიის, პარტნიორი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით საუკეთესო გამოცდილების, პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების გაზიარება მოხდა და ახალი რეკომენდაციები შემუშავდა.