Nuk
დამატებით საკარანტინო სივრცეები
დამატებით საკარანტინო სივრცეები


თარიღი: 02/03/2020

აეროპორტებში დამატებით საკარანტინო სივრცეები მოეწყო - ამის შესახებ დღეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

საერთაშორისო აეროპორტების მიმდებარე ტერიტორიებზე კარვების ტიპის საკარანტინო სივრცეების მოწყობა მგზავრთა დაყოვნების მიზნით განსაზღვრულ ლოკაციებს მიეკუთვნება. იმ შემთხვევაში, თუ აეროპორტში მგზავრთა ჯგუფის ერთიანი იზოლაციის საჭიროება დადგა, ტერიტორიებზე მობილიზებულია სპეციალური კარვები, სადაც ადგილზე მყოფი ეპიდემიოლოგები მათთან ღრმა ინტერვიუირებასა და შესაბამისი ინფორმაციის აღრიცხვას სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მოახდენენ. საკარანტინო სივრცეებში ადამიანთა დაყოვნება მათ სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების განსაზღვრამდე მოხდება.

 

შესაძლოა იყოს გზავრთა ჯგუფი, რომელიც მთლიანად საჭიროებდეს საკარანტინო ზონაში გადაყვანას. იმისათვის, რომ ჩვენ უფრო ეფექტურად შევძლოთ სხვა მგზავრებისგან იზოლირებულ გარემოში მათი გამოკითხვა, საკონტაქტო ინფორმაციების შეგროვება, მოგზაურობის ისტორიების აღრიცხვა თუ სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი დაყოვნება მოხდება საკარვო სივრცეებში - განმარტა ამირან გოგიტიძემ.

 

საქართველოს ყველა სასაზღვრო პუნქტზე მგზავრთა სამედიცინო შემოწმება საგანგებო რეჟიმში გრძელდება.