Nuk
გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა
გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა


თარიღი: 26/04/2018

გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების  პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა. დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის, ღუდუშაურის საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს 26 თანამშრომელს სიგელები პირადად გადასცა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ყოველ მათგანს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ინციდენტი 16 აპრილს მოხდა. საძელეს მონაკვეთზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები დაშავდნენ. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ნაწილს სამედიცინო მომსახურება რეგიონული ჯანდაცვის გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღმოუჩინეს, ხოლო დანარჩენები სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა“ და  „მედიქლაბჯორჯია“-ში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა.

ავთანდილ თალაკვაძე - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ

ზაურ ჯიქია - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმი