ბათუმის სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის 2–ე საერთაშორისო გამოფენა, 2017 წლის 21-23 აპრილი
ბათუმის სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის 2–ე საერთაშორისო გამოფენა, 2017 წლის 21-23 აპრილი

2017 წლის 21-23 აპრილი
თარიღი: 14/03/2017

21 - 23 აპრილს საგამოფენო კომპანია ,,EXPO BATUMI’’ ქალაქ ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" "სამედიცინო ტურიზმისა და აღჭურვილობის მეორე საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვას "EXPOMED BATUMI 2017" ატარებს.

გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად ორგანიზაცია იწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომპანიებს.  
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები, სამედიცინო დაწესებულებები და სასწავლებლები, სტომატოლოგიური კლინიკები, აფთიაქები, წამლის მწარმოებელი კომპანიები, ჰიგიენური და კოსმეტიკური მოვლის თანამედროვე საშუალებები, წამყვანი პლასტიკური ქირურგიის კლინიკები და სამედიცინო ტურიზმში მოღვაწე კომპანიები.

 

საერთაშორისო გამოფენა "EXPOMED BATUMI 2017" ხელს შეუწყობს რეგიონში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.
მოწვეული იქნება მეზობელი ქვეყნებიდან წამყვანი სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლები. გამოფენის მსვლელობისას ჩატარდება პრეზენტაციები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების წარდგენა, მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაფორმდება ხელშეკრულებები და მოეწყობა ორმხრივი შეხვედრები. 

 

თანაორგანიზატორები არიან: აჭარის ა.რ. მთავრობა, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.
მედია მხარდამჭერი - აჭარის ტელევიზია, ტელეარხი 25, გაზეთი აჭარა და Caucasus Business Week.

სამი დღე სტენდის ქირაობა დაგიჯდებათ

9 კვმ  დღგ -ს ჩათვლით  3186 ლარი.

12კვმ დღგ -ს ჩათვლით   4248  ლარი.

დიდ კვადრატობაზე გექნებათ ფასდაკლება.

ვიზიტორისთვის შემოსვლა თავისუფალია.

 

დამატებითი დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 599 46 88 56