Nuk
ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თანამედროვე სტანდარტების შენობა აქვს
ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარებას თანამედროვე სტანდარტების შენობა აქვს


თარიღი: 16/10/2018

 

ახალციხეში სასწრაფოს რაიონული სამსახური საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მოინახულა. ცენტრის დირექტორი თანამშრომელთა სამუშაო პირობებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან და ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი კოპაძესთან ერთად გაეცნო. ის პირადად გაესაუბრა თანამშრომლებს და სამუშაო გარემოს შესახებ მათი აზრი მოისმინა.

რაიონულ სამსახურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან ერთად რეანომობილიცაა განთავსებული, რომლის საშუალებითაც, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკული პაციენტების სამედიცინო ტრანსპორტირებაა შესაძლებელი. ახალ შენობაში სამუშაო, მოსასვენებელი, ტექნიკური ოთახებია გამოყოფილი და  სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. შენობის გარე პერიმეტრზე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებისა და რეანომობილის განსათავსებლად შესაბამისი სივრცეა მოწყობილი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობების გადაცემა გრძელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ახალ შენობებში უკვე განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთისა და საჩხერის რაიონული სამსახურები.

ტიტრები:

ავთანდილ თალაკვაძე - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი

ბესიკ ამირანაშვილი - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი

გიორგი კოპაძე - ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატი