Nuk
აუტიზმის მსოფლიო დღე
აუტიზმის მსოფლიო დღე

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა
თარიღი: 02/04/2017

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. 2017 წლის თემაა “ავტონომია და უფლებაუნარიანობა”.

აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით.

აუტისტ ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, ქცევაში, მეტყველებაში, ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. აუტიზმის მძიმე ფორმას ახასიათებს გარემოს მიმართ გულგრილობა. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს.

აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

 

აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.

 

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ.