Nuk
აივ-ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში
აივ-ინფიცირების სტატისტიკა საქართველოში


თარიღი: 07/11/2018

მიმდინარე წლის  6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში  აივ-ინფიცირების  570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის  6 ნოემბრის მონაცემებით საქართველოში  აივ-ინფიცირების  570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 540  შემთხვევა იყო გამოვლენილი.

სულ შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 7332 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5486  მამაკაცია, 1846 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3816 პაციენტს განუვითარდა. 1495 პაციენტი გარდაიცვალა.

30 სექტემბრის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს  4468 (3949  + 519 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 48 (38 + 10 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

 

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

40.2 %  (2950) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.2 % (3388) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.0 %  (804) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან(მსმ); 1.4 %  (104) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %  (36) - სისხლის რეციპიენტია;  0.7 %  (49) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2676 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 929 (აქედან ზუგდიდი - 625); შემდეგ იმერეთში 911 (ქუთაისი 447); აჭარაში 824 (ბათუმი – 528); აფხაზეთში (464); კახეთში (353) ქვემო ქართლში (381); შიდა ქართლში (275); გურიაში (156); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (105) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია:  2008 წელს - 351;  2009 წელს - 385; 2010 წელს - 455,  2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;   2016 წელს - 719; 2017 წელს - 631.

2018 წელს გარდაიცვალა 114 აივ ინფიცირებული. ხოლო 2017  წელს გარდაიცვალა 127. 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014  წელს - 84 პირი,  2013 წელს - 96 პირი, 2012 წელს - 109, 2011 წელს – 116.

2018 წელს გარდაცვლილთაგან  90 მამაკაცია  24 ქალი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 68 - ვაჟი, 40 - გოგონა.  27 გარდაიცვალა.   
3 პაციენტი გავიდა ქვეყნიდან.

შიდსის ცენტრში საქართველოს მოქალაქეებისთვის ტესტირება და მკურნალობა უფასოა. ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18